ჩვენ შესახებ

პროექტის შესახებ
პროექტს ახორციელებს “Action Against Hunger“ ორგანიზაციასთან კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდიპარტნიორობით და ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების
ევროპის სამეზობლო პროგრამის
(ENPARD) მხარდაჭერით.


პროექტის მიზანია: ხელი შეუწყოს სოფლის განვითარების ინკლუზიურ და თემზე დაფუძნებულ მიდგომას ცხოვრების ხარისხის და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახმეტის
მუნიციპალიტეტში
.


პროექტის ხანგრძლივობა: 42 თვე (2018 წლის დეკემბერი - 2022 წლის ივნისი)

ინოვაციური, თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარება (CLLD)

ინოვაციური მიდგომა ხელს უწყობს თემზე დაფუძნებულ ადგილობრივ განვითარებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თემის ყველა სექტორის ჩართულობა მისი განხორციელებისას. სოფლის განვითარების ეს მიდგომა გამოიყენება საერთაშორისო დონეზე, როგორც აღიარებული საუკეთესო პრაქტიკა თანამონაწილეობითი და ინკლუზიური განვითარებისათვის 


 ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG)


ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს ამ ახალი მიდგომის ძირითად გადაწყვეტილებების მიმღებ სტრუქტურას და პასუხისმგებელია ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე, საგრანტო განაცხადების შეფასებაზე და შერჩევაზე. ახმეტაში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნება საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან. ჯგუფში მონაწილეობა არის
ნებაყოფლობითი და ჯგუფის წევრები მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის
“Action Against Hunger“ და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრენინგებში.


ადგილობრივი განვითარების სტრატეგია


თანამონაწილეობითი მიდგომის გამოყენებით ადილობრივი განვითარების ჯგუფი შეიმუშავებს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას, რომელშიც აისახება განვითარების ძირითადი პრიორიტეტები და ის იქნება მთავარი დოკუმენტი სოფლის განვითარების გრანტების შერჩევის პროცესში.
სოფლის განვითარების გრანტები


პროექტი მხარს დაუჭერს იმ საგრანტო განაცხადებს, რომლებიც იქნება შესაბამისობაში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიასთან და ხელს შეუწყობს ადგილობრივი თემის და ეკონომიკის განვითარებას.