“ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდების შეკრება მუნიციპალიტეტის ყველა თემიდან კომუნიკაციის გაუმჯობესების და სოციალურ საკითხთა გადაჭრის მიზნით. მემოუთმენლად ველოდი ახალ ხალხთან შეხვედრას, ახალი უნარ–ჩვევების შეძენას დარა თქმა უნდა გართობას. ყველა ეს მოლოდინი სრულად გამართლდა “.კონსტანტინე, 23 წლის.
ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის “ახმეტის მუნიციპალიტეტში ინკლუზიური დათანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა” ფარგლებში, ორგანიზაციებმა Action Against Hunger და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), 2019 წლის 8-14 ივნისს ახალგაზრდულ ბანაკს უმასპინძლეს. ბანაკშიმუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემის 20 ახალგაზრდა შეიკრიბა. მათ გაიარეს ლიდერობის, პირადი განვითარების და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარების ტრეინინგები.
ახალგაზრდული ბანაკიიდეალური პლატფორმაა ახალგაზრდების ადგილობრივი განვითარების ჯგუფში (ლაგ) ჩართულობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. აღნიშნული ჯგუფი ახმეტაში უახლოეს თვეებში ჩამოყალიბდება. ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება ადგილობრივ განვითარების ჯგუფების მუშაობაში დაგადაწყვეტილების მიღების პროცესებში ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა და ძალიანმნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისა და თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარებისთვის.
ტრენინგ–კურსების შემდეგ ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს არაგვისსათავგადასავლო ცენტრის რეკრიაციულ ტურში და ასევე სასწავლო ტურის ფარგლებშიეწვივნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტს. ყაზბეგის ლაგ-ის წევრებმა მონაწილეებს გაუზიარესინფორმაცია პროექტის მიღწევების და გამოწვევების, ადგილობრივი განვითარებისსტრატეგიის შემუშავების პროცესის და საგრანტო მხარდაჭერის სქემების შესახებ. ახალგაზრდებმა მოინახულეს ყაზბეგის ლაგ-ის მხარდაჭერილი რამდენიმე პროექტი.
“ტრენერთა დახმარებით ბევრი რამ ვისწავლეთ. ვიმედოვნებ, რომ ახალგაზრდული ბანაკი ჩვენი რეგიონის ბევრი საინტერესო პროექტის დასაქმიანობის საფუძველი იქნება“. ნინო, 24 წლის
პროექტი მიზნად ისახავს სოფლის თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისხელშეწყობას სოფლის განვითარების ინკლუზიური და თემზე დაფუძნებული მიდგომების მეშვეობით. საქმიანობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი განვითარების დაგეგმვის და პროექტების შერჩევის პროცესში საზოგადოების წევრების აქტიურ ჩართულობას ახმეტის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ENPARD პროგრამის მესამე ფაზის ფარგლებში. პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები: Action Against Hunger და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი, ორგანიზაციასთან „თუშეთის განვითარების ფონდი“ თანამშრომლობით.