ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩამოყალიბდა და აირჩია აღმასრულებელი საბჭო

ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩამოყალიბდა და აირჩია აღმასრუებელ საბჭო 

67 ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მონაწილეობა მიიღო ახმეტ ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) პირველ საერთო კრებაში, რომელიც ჩატარდა ბაბნეურის მარნის ულამაზეს გარემოშინოემბრის ბოლოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის აპლიკანტებისათვის ჩატარდა საწყისი ტრენინგებისადაც გაეცნენ ლიდერ /თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მიდგომის კონცეფცია და პრინციპებ და აღნიშნული მიდგომის ახმეტის უნიკალურ კონტექსტსთან ინტეგრირების შესაძლებლობებს. ტრენინგების შემდეგრამოდენიმე კვირის განმავლობაში   მონაწილეებს ქონდათ დრო  მიღებული ცოდნის გასააზრებლად და ასევე თემის განვითარებაში   საკუთარი რეალური წვლილის შესაფასებლად, რომელსაც ისინი როგორც LAG -ის წევრები შეძლებენ საკუთარი დროითენერგიითა და გამოცდილებით. 

LAG -ის წევრები პირველად შეიკრინენ ბაბანეურის მარანში.  გასული 12 თვის განმავლობაშიევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD პროექტის „ახმეტის მუნიციპალიტეტში ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობაფარგლებშიდამსწრეთა უმრავლესობა შეხვდა ერთმანეთს პროექტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებზე, მათ შორის შეხვედრები ტრეინინგები,  სასწავლო ტურებზე და .მაგრამ ეს იყო LAG– ის პირველი ოფიციალური შეხვედრა  სადაც არჩეულ იქნა LAG– ის აღმასრულებელი საბჭოს წევრებირომლებიც იქნებიან თავიანთი თემების  და  სექტორის წარმომადგენლებიიქნება ეს კერძო , საჯარო  თუ სამოქალაქო სექტორი.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ პროექტის განმახორციელებელი ლიდერი ორგანიზაციის  Action Against Hunger  წარმომადგენლები რიჩარდ მაქსფილდი ტექნიკური კოორდინატორი და გიორგი სანტურიანიპროგრამის მენეჯერიამას მოჰყვა ღია დისკუსია კითხვა პასუხის სახით მონაწილეებსა და ორგანიზაციების Action Against Hunger  და  KRDF წარმომადგენლებს შორის. მთავარი საკითხი შეეხებოდა განმახორციელებელი ორგანიზაციების ჩართულობის ხარისხს და LAG– ის როლს საპროექტო განაცხადების შერჩევის, დაფინანსების და მათი მონიტორინგის პროცესში. მონაწილეებს განემარტათრომ LAG იქნება მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და საჭირო კონსულტაციებს პროცესის სწორად წარმართვისთვის პროექტის პარტნიორებისგან მიიღებს. ასევე განხილული იყო სხვა უფრო სპეციფიკური საკითხებირომლებიც დაკავშირებულია LAG– ის წევრობასთანსაბჭოს წევრთა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ კენჭისყრის პროცესთან და სამივე სექტორიდან (საჯაროკერძოსამოქალაქოწარმომადგენლობის შესახებ.

თითოეული სექტორის წარმომადგენლები საჯაროკერძო და სამოქალაქო-  შეიკრიბნენ თავიანთ შესაბამის ჯგუფებშირომ უფრო მეტი გაეგოთ დამსწრეთა მოლოდინების და მოტივაციის შესახებ,  და წარედგინათ საკუთარი კანდიდატურები აღმასრულებელი საბჭოს წევრების არჩევნებშიამ სიღრმისეული მსჯელობის შემდეგ, LAG- ის წევრებმა კენჭი უყარეს თავიანთი სექტორის წარმომადგენლებსკენჭისყრის დასრულების შემდეგკომისიის წევრები დარჩნენ  საარჩევნო ხმების დასათვლელად.  ხანგრძლივი განხილვისდებატებისა და საარჩევნო პროცედურის დასრულების შემდეგმონაწილეებს ქონდათ საშუალება ესაუბრათ არაფორმალურ გარემოში, დაესვენათ და მიერთვათ ვახშამი.  ვახშმის შემდეგგანცხადება გაკეთდა იმ პირთა შესახებრომლებიც არჩეულ იქნა აღმასრულებელ საბჭოში

34 წლის ადგილობრივმა მეწარმემ ანა იმედაშვილმა, რომელიც წარმოადგენს კერძო სექტორსდა არჩეულ იქნა აღმასრულებელი საბჭოს წევრად, გაგვიზიარა  თავისი შთაბეჭდილებები და თქვარომ ”კერძო მრეწველობა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და მე ახლა მაქვს შანსი გავუზიარო ჩემი გამოცდილება ბიზნესშიასევეხელი შევუწყო უკეთესი პირობების შექმნას რეგიონის გასაძლიერებლად ... ”. ზოგადად საბჭოს მუშაობის შესახებ საუბრისასანა არის რეალისტურიმაგრამ იმედიანი - ”ჩვენ გვჭირდება თავისუფალი და ღია დისკუსია და ყველას უნდა მივცეთ საშუალება გამოთქვან თავიანთი აზრიმნიშვნელოვანიარომ ვიყოთ ღია ერთობლივი საქმიანობისთვის, რადგან უნდა მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ყველაფერს გავაკეთებ პოზიტიური ცვლილების მისაღწევად ”. მომავალ წელს LAG -ის აღმასრულებელი საბჭო შეიკრიბება LAG -ის წესდების შესამუშავებლად და  LAG -ის წევრებთან ერთად დაიწყებს მუშაობას ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე.

 პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ENPARD პროგრამის მესამე  ფაზის ფარგლებში        და მას ახორციელებენ ორგანიზაციები: Action Against Hunger, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი და თუშეთის განვითარების ფონდი.

ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარებას ხელს უწყობს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის მეშვეობითეს მხარდაჭერა დაფუძნებულია საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე ამ სფეროში და გულისხმობს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სოფლად მცხოვრებლებისთვისმათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნითა და საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობით. ENPARD-ის პროგრამა საქართველოში ხორციელდება 2013 წლიდან და მის მთავარ  მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენსდამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთwww.enpard.ge