ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ეუფლება პროექტის მართვის უნარებს COVID-19- ის მკაცრი იზოლაციის პირობებში

 

ჩვეულებრივ, ტრენინგის ოთახი სავსე იქნებოდა საკუთარი უნარ-ჩვევების განვითარებით დაინტერესებული მონაწილეების ინტერაქტიულ სესიებში და პრაქტიკულ სავარჯიშოებში აქტიური ჩართულობით გამოწვეული ხმაურით. მაგრამ, ეს ჩვეულებრივი დრო არაა – და ამჯერად ტრენინგის ოთახი კომპიუტერის ეკრანია, ხოლო ტრენერი და მონაწილეები ერთმანეთისაგან ასობით კილომეტრის დაშორებით თავიანთ სახლებსა და ბაღებში იმყოფებიან. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პირობებში მათ არ შეუძლიათ იდეების ხმაურიანი გაცვლა და სწავლა, მით უმეტეს, როდესაც სხვა შესაძლებლობა არ არსებობს, როგორ უნდა მოვიქცეთ? ვიჯდეთ უმოქმედოთ და ველოდოთ როდის დასრულდება ეგ ყველაფერი? 

 

ეს ის არ არის რაც ახმეტის LAG-ს  სურდა, თუმცა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული 5-დღიანი პროექტის ციკლის მართვის (PCM) ონლაინ ტრენინგში, რათა გაეუმჯობესებინათ უნარები, რომელიც დაეხმარება მათ უფრო ეფექტურად გამოიყენონ არსებული სახსრები თავიანთი თემების სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის აღდგენისას როცა ეს ვირუსი ჩაივლის. 

 

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD პროექტის “ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ორგანიზაციები:  „Action Against Hunger“ , „კახეთის რეგიონალური განვითრების ფონდი“ და „თუშეთის განვითარების ფონდი“.  ტრენინგს ფასილიტაციას უწევდა  ქალბატონი თამარ ცირეკიძევორისეკი,   კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC) ტრენერი. 

 

ონლაინ ტრენინგის ჩატარებასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით, პროექტის ციკლის მართვის ტრენინგი ჩატარდა ხუთი ყოველდღიური სესიის სახით, სულ 18 საათის განმავლობაში. ტრენინგს ესწრებოდა ახეტის LAG-ის 18 წევრი, მათ შორის აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლებიც. ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრს გააჩნია მაღალი ხარისხის ტრენინგების  ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება. აღნიშნული პროექტის ციკლის მართვის ტრენინგი ადაპტირებულ იქნა დისტანციური სწავლებისთვის. მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგი პროექტის მომზადებაზე, პოტენციური დონორებისთვის პროექტის შედგენაზე, ბიუჯეტის დაგეგმვაზე, ლოგიკური ჩარჩოს შემუშავებასა და მართვის სხვა მნიშვნელოვან პროცესებზე. 

 

მონაწილეთა უმრავლესობას ქონდა გამოცდილება პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების საკითხებზე ტრენინგებში მონაწილეობის, თუმცა, ამ სესიებმა გადააჭარბა მათ მოლოდინებს და ტრენინგი შეფასდა როგორც „სასარგებლო, პროდუქტიული და ინფორმატიული“. ეს შეფასება გაიზიარა აღმასრულებელი საბჭოს წევრმა მარიამ როსებიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის შთამბეჭდავი იყო როგორც ტრენინგის შინაარსი და ასევე ტრენერიც, და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ტრენინგი იყო არა მხოლოდ თეორიული, არამედ მოიცავდა მრავალ პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც“, რამაც ხელი შეუწყო „პროექტის შედგენასა და შეფასებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების სწორად აღქმას, გამარტივებას, დიფერენცირებას და ანალიზს. ამ ონლაინ რეჟიმშიც კი, მისი თქმით,” თამარმა პროცესი აქტიური, ინტერაქტიული, საინტერესო, ენერგიული და სახალისო გახადა“.   

 

ახმეტის LAG -ი ამჟამად მუშაობს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე და გეგმავს საგრანტო პროგრამის დაწყებას 2020 წლის ივნისის ბოლოს.   

 

ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარებას ხელს უწყობს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD მეშვეობით. ეს მხარდაჭერა დაფუძნებულია საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე ამ სფეროში და გულისხმობს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნითა და საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობით. ENPARD-ის პროგრამა საქართველოში ხორციელდება 2013 წლიდან და მის მთავარ  მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.enpard.ge