ახმეტის LAG-ის აპლიკანტების ვიზიტი დედოფლისწყაროში

 

მიმდინარე წლის 17 და 18 ოქტომბერს, ორგანიზაციებმა Action Against Hunger და HEKS-EPER ორგანიზება გაუწიეს სასწავლო ვიზიტს ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) აპლიკანტებისთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც ისინი შეხვდნენ დედოფლისწყაროს LAG– და გაეცნენ მათ მიერ მხარდაჭერილ წარმატებულ პროექტებს.

 

LAG-ის აპლიკანტები დაინტერესდნენ LEADER მეთოდოლოგიის შესწავლით და ძალიან საინტერესო დისკუსიები გამართეს დედოფლისწყაროს LAG–ის საბჭოს წევრებთან და HEKS-EPER-ის პროექტის გუნდთან. პროექტის პრეზენტაციის შემდეგ, მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია  LAG- ის სტრუქტურისა და  მისი ფუნქციონირების შესახებ,  ასევე ისაუბრეს LAG-ის განვითარების ბოლო ორი წლის განმავლობაში არსებულ გამოწვევებზე. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია LAG- ის მიერ განხორციელებული საგრანტო კონკურსების,  მათ შორის აპლიკაციის პროცესის, განაცხადების შეფასების და  მონიტორინგის შესახებ.

 

ვიზიტის დროს, ახმეტის LAG-ის აპლიკანტებს ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ დედოფლისწყაროს LAG-ის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს და მიეღოთ ამომწურავი  ინფორმაცია უშუალოდ გრანტის მიმღებებისგან.  პროექტები ძირითადად იყო  ბიზნესის, ინფრასტრუქტურის განვითარების და სოციალური სერვისების მიმართულებით, სტუმრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა  პროექტის მხარდაჭერის  ხარისხმა და გავლენამ.

 

მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი  გამოიყენონ დედოფლისწყაროში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რათა ხელი შეუწყონ საკუთარი LAG- ის დაფუძნებას და  ახმეტის განვითარებას.

 

პროექტი „ინკლუზიური და თამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში“ მიზნად ისახავს სოფლის თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას სოფლის განვითარების ინკლუზიური და თემზე დაფუძნებული მიდგომის მეშვეობით. საქმიანობა ხელს შეუწყობს საზოგადოების წევრების აქტიურ ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში,  ახმეტის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხისა და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ENPARD პროგრამის მესამე  ფაზის ფარგლებში        და მას ახორციელებენ ორგანიზაციები: Action Against Hunger, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი და თუშეთის განვითარების ფონდი.

 

ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარებას ხელს უწყობს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის მეშვეობით. ეს მხარდაჭერა დაფუძნებულია საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე ამ სფეროში და გულისხმობს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სოფლად მცხოვრებლებისთვის, მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნითა და საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობით. ENPARD-ის პროგრამა საქართველოში ხორციელდება 2013 წლიდან და მის მთავარ  მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთwww.enpard.ge

 

 

საკონტაქტო პირები:

 

გიორგი სანტურიანი, პროგრამის მენეჯერი, ორგანიზაცია Action Against Hunger

 

+995 591 635293 gsanturyan@sc.acfspain.org

 

თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ხელმძღვანელი, tamar.k@actionprgroup.com

 

მიკოლა ბეკასიაკი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Mikolaj-Swietopelek.BEKASIAK@eeas.europa.eu