საგრანტო კონკურსი - ეტაპი II

📣 ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!
🔴 პირველადი განაცხადების მიღების პერიოდი გახანგრძლივდა 31 აგვისტოს ჩათვლით!
🇪🇺 ევროკავშირის (EU) მიერ მხარდაჭერილი ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აცხადებს საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპს, იმ პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის ადგილობრივ განვითარებას.
📌 Action Against Hunger ორგანიზაციასთან „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“ (KRDF) პარტნიორობით მხარს უჭერს ახმეტის LAG-ს, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში“, ფარგლებში.
✅ საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახმეტის LAG -ის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიზნის „ახმეტის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხისა და ეკონომიკური განვითარების გაუმჯობესება“ განხორციელებას.
✅ აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ განისაზღვრა სამი პრიორიტეტი:
1. საჯარო ინფრასტრუქტურისა და გარემოს გაუმჯობესება საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების თანამშრომლობით
2. ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება სოფლის მეურნეობის, ბიზნესისა და ტურიზმის სექტორებში თვითმდგრადობის განვითარების ხელშეწყობით
3. სოციალური სექტორის გაძლიერება სოციალური ინფრასტრუქტურისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესების გზით
👉 დაფინანსების მისაღებად, საპროექტო წინადადება შესაბამისობაში უნდა იყოს სტრატეგიის ცხრილში მითითებულ სულ მცირე ერთ ქმედებასთან, განაცხადში ნათლად უნდა განმარტოთ, რომელ ქმედებას შეესაბამება თქვენი პროექტი.
👉 პროექტი უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული ქმედებისთვის ცხრილში მითითებული მინიმალური და მაქსიმალური ბიუჯეტის ოდენობას.
👉 განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს მოთხოვნილი თანადაფინანსება. ყოველი ქმედების მინიმალური თანადაფინანსება, ფულადი და არაფულადი, ასევე მოცემულია ცხრილში.
📌 როგორ ჩატარდება განაცხადების მიღების პროცესი?
🤝 საგრანტო კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
I ეტაპი - პირველადი განაცხადების წარდგენა წარდგენა
II ეტაპი - სრული საპროექტო წინადადების წარდგენა
🌐 განაცხადის ფორმები ხელმისაწვდომია ახმეტის LAG-ის ვებ გვერდზე www.akhmetalag.ge და ფეისბუქ გვერდზე Akhmeta LAG.
📅 პირველადი განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა : 2021 წლის 31 აგვისტო.
✔ განმცხადებელი ვალდებულია შეავსოს განაცხადის ფორმის ყველა პუნქტი და წარადგინოს განაცხადის მოწოდების დადგენილ ბოლო ვადამდე. ყველა განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: akhmetalag@gmail.com
❌ შენიშვნა: ხელნაწერი ვერსიები არ მიიღება.
📌 პროექტის განხორციელება დაიწყო 2018 წლის დეკემბერში ევროკავშირის დახმარებით, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოწყვლადი სოფლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სიღარიბის შემცირება.
📌 პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის განვითარების ინკლუზიურ და თემზე დაფუძნებულ მიდგომას, ცხოვრების ხარისხის და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახმეტის მუნიციპალიტეტში.
📌 ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ინიციატივა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ საქართველოში. პროგრამა საქართველოში ხორციელდება 2013 წლიდან, ჯამური ბიუჯეტით 179,5 მილიონი ევრო, და მისი მთავარი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.enpard.ge
▶ საკონტაქტო პირები:
ლევან შაშიაშვილი, კოორდინატორი, KRDF:
📞 +995 577 326 826
✉️ levanishashiashvili2@gmail.com
სვეტლანა ბორჩაშვილი, LAG-ის კოორდინატორი:
📞 +995 595 113 314
✉️ sveta.borchashvili@gmail.com
- - - - -
🔴 The deadline for the Call for Expression of Interest application has been extended until August 31st!
🇪🇺 The EU-supported Akhmeta Local Action Group (LAG) has launched the second phase of its sub-grant competition to fund projects that will support local development in the municipality.
📌 Action Against Hunger, in partnership with Kakheti Regional Development Foundation (KRDF) is supporting Akhmeta LAG under the EU-supported ENPARD project “Promoting inclusive and participatory local development in Akhmeta Municipality”.
✅ The aim of the grant competition is to help realize the goal of Akhmeta LAG Local Development Strategy which is the improvement of the quality of life and economic development of Akhmeta Municipality.
✅ To achieve this goal three priorities were identified by the LAG:
1. Improvement of public infrastructure and environment through the cooperation of public, private and civil society sectors;
2. Development of local economy by supporting self-sustainability in the agriculture, business and tourism sectors;
3. Strengthening of the social sector through the development of social infrastructure and promotion of citizens engagement.
👉 All project ideas must be in line with at least one of the actions provided in the strategy table to receive funding and must clearly explain which action will be supported.
👉 Also, the project budget must fit within the minimum and maximum budget allowance provided in the table for that particular action.
👉 All applicants must be able to provide co-financing and the minimum co-financing per action and whether it needs to be in cash or in-kind is also provided in the table.
📌 What is the application process?
🤝 The call for applications will be held in two stages:
Stage 1 - Expression of Interest application submission
Stage 2 - Full Application submission
🌐 The Expression of Interest application form is available now on the Akhmeta LAG website www.akhmetalag.ge and Akhmeta LAG Facebook page.
📅 The deadline for the Call for Expression of Interest application is the 31st August 2021.
✔ The applicant is obliged to complete all the points of the application and submit it before the set deadline. All applications must be submitted electronically to the following e-mail address:
✉️ akhmetalag@gmail.com
📌 The project was launched in December 2018 with the support of the EU within the framework of the ENPARD programme. The overall objective of the action is to improve the socio-economic integration of disadvantaged rural communities in Georgia and contribute to poverty reduction.
📌 The specific objective of the action is to support an inclusive and community-led approach to rural development to improve the quality of life and economic conditions in Akhmeta Municipality.
📌 The European Neighbourhood Programme for Agriculture and Rural Development (ENPARD) is recognised as one of the most successful agriculture and rural development initiatives funded by the European Union in Georgia. Implemented since 2013 with a total budget of EUR 179.5 million, the main goal of ENPARD is to reduce rural poverty in the country. More information on ENPARD is available at: www.enpard.ge
▶ Contact persons:
Levan Shashiasvili, KRDF Coordinator:
📞 +995 577 326 826
✉️ levanishashiashvili2@gmail.com
Svetlana Borchashvili, LAG Coordinator:
📞 +995 595 113 314
✉️ sveta.borchashvili@gmail.com