III ეტაპი სრული განაცხადების მიღება
დაიწყო მეორე ეტაპზე გადასული აპლიკანტების სრული განაცხადების მიღება
ყველა მონაწილე განაცხადის ფორმას მიიღებს ელ-ფოსტაზე.
სრული განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 4 ივლისი, 18:00 საათი.
დაინტერესებული პირებისათვის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება 17 - 18 ივნისს ახმეტაში, KRDF-ის ოფისში, მის: რუსთაველის ქუჩა #3.
პროექტს „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა განვითარების ინკლუზიური მიდგომებით“ ახორციელებს “Action Against Hunger“ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია ქალების, ახლგაზრდებისა და მოწყვლადი პირების ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივი განვითარებისთვის გადაწვეტილების მიღების პროცესებსა და სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერაში.